,,შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით", _აცხადებს ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოფელ დიცში განვითარებული პროცესების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას.
,,შეშფოთებული ვარ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების აღმართვის განახლების შეტყობით. ეს კიდევ ერთხელ არღვევს შეთანხმებას და ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება", _აცხადებს აპატურაი.