ოსმა სეპარატისტებმა დანარჩენი საქართველოდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეშვების აკრძალვა დროებით გადადეს. ეს ზომა დღეს უნდა ამოქმედებულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„ეს გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზეა მიღებული. აკრძალვის გადადება განპირობებულია იმით, რომ ჯერ ჯერობიღ გადაუწყვეტელია რიგი სოციალ-ეკონომიკური საკითხები, რომლებიც ამ ზომის რეალიზებისთვისაა საჭირო", _ აღნიშნული აკრძალვა სეპარატისტებმა მიმდინარე წლის ივლისში მიიღეს, რომლის მიხედვითაც ცხინვალის რეგიონში დანარჩენი საქართველოდან ტველა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იკრძალებოდა.
მასალის გამოყენების პირობები