თუ ისრაელს საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მას, - ასე უპასუხობა ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის მხარდაჭერით გამთართულ ონლაინკონფერენციაზე დასმულ კითხვას.
ბატონო ელჩო, თქვენმა კოლეგამ, ისრაელის ელჩმა აშშ-ში, მაიკლ ორენმა "იერუსალიმ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიესალმება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ძალისმიერად ჩამოცილებას. ეს არის დიპლომატის კერძო თუ ისრაელის ხელისუფლების პოზიცია?
„ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებას მოგახსენებთ: ამ რეჟიმმა საშინელი დანაშაულები ჩაიდინა: 100 ათასი ადამიანი დაიღუპა, 1000-ობით ადამიანი მოწამლულია, მილიონობით ლტოლვილია და ომი კვლავაც გრძელდება. იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატების შეთანმება განხორციელდება და სირიას ქიმიური იარაღი აღარ ექნება. ისრაელი არ არის ჩართული ამ ომში, რომელიც სირიაში მიმდინარეობს და ჩვენ არ გვინდა მასში ჩართვა, მაგრამ არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. ცხადია, თუ ისრაელს საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მას. ამას გარდა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სტრატეგიული იარაღის ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის გადაცემა, როგორიც არის ჰიზბოლა, ჩვენთვის დაუშვებელია. ცხადია, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების პრობლემა დ რეზულეტს ყურადღებით უყურებენ თეირანშიც", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.