„სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს", - განცხადება ამის შესახებ ოს სეარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურაჯ ჯიოევმა გააკეთა.
მისივე თქმით, სამუშაოები დასახლებულ პუნქტ დიცის მიმდებარედ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ქართულმა მხარემ კი მათთვის ხელის შეშლა სცადა და პროვოკაცია მოაწყო.
„ქართულმა მხარემ პროვოკაციის მიზნით იქ ადგილობრივი მცხოვრებლების პროვოკაცია მოაწყო, რომლებსაც ქართული პოლიციის წარმომადგებლები აქეზებდდნენ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგებლებმა ყველა ღონეს იხმარეს იმისათვის, რომ სახელმწიფო საზღვარი არ დარღვეულიყო. ინციდენტი მალევე ამოიწურა. სასაზღვარო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს. ასევე მათ არავითარი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენიათ", _ განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა არაერთგზის შესთავაზა საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცის პროცესის დაწყება, თუმცა თბილისის მხრიდან ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები