ტელეკომპანია „მაესტრო"-ში შს სამინისტროს გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეკომპანიის შენობაში არ აღმოჩნდა.
ტელეკომპანია „მაესტრო"-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში დღეს 14:00 საათზე შევიდა.
ამ დროისათვის დადგენილია, რომ ზარი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ არასრულწლოვანმა განახორციელა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.