NOVA-ს ყვითელ PayBox-ებში ახალი პროდუქტი „კაბინეტი" გამოჩნდა. ამიერიდან ჩვენს ყველა მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს თავისი კაბინეტი. ის გადახდისთვის ბევრად უფრო მოხერხებული და ამავდროულად სიურპრიზებით სასვსე პროდუქტია.
თქვენი კაბინეტი:
• იმახსოვრებს თქვენთვის სასურველი პროდუქტების აბონენტის ნომრებს.
• ინახავს თქვენ მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ინფორმაციას და შესაბამის გადახდის ქვითრებს.
• თითოეული ტრანზაქციისას აგროვებთ ქულებს, დაგროვებული ქულები კი იცვლება თქვენთვის სასურველ საჩუქრებში.
1. როგორ დავრეგისტრიდე კაბინეტში?
PayBox-ის აპრატების მთავარ ეკრანზე არის ღილაკი წარწერით "კაბინეტში შესვლა". როცა დააჭერთ შეიყვანთ მობილურის ნომერს. ამ ნომერზე მოგივათ sms კოდი, რომელსაც აკრიფავთ PayBox-ის ეკრანზე და ავტომატურად დარეგისტრირდებით კაბინეტში. იდენთიფიკაცია მოხდება თქვენი მობილურის ნომრის მიხედვით.
2. როგორ უნდა დავიმახსოვრო სასურველი პროდუქტის აბონენტის ნომრები?
კაბინეტის გვერდზე არის ღილაკები "+" ნიშნით. როცა მათ დააჭერთ გადაგამისამართებთ მთავარ გვერდზე, საიდანაც შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ის პროდუქტი, რომელსაც ყველაზე ხშირად იხდით. ამისთვის უკვე გადამისამართებული გვერდიდან აირჩევთ სასურველ პროდუქტს, მაგალითად დენს ან გაზს, შეიყვანთ თქვენი აბონენტის ნომერს და ეს პროდუქტი თქვენს კაბინეტში დაემატება. ამის შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ამ პროდუქტის ძებნა, რადგან ის თქვენს კაბინეტში იქნება. შესაბამისად ამ პროდუქტზე გადაგხდისას აღარ მოგიწევთ აბონენტის ნომერის აკრეფვა.
3. სად ვნახო ძველი გადახდების ქვითრები და როგორ ამოვბეჭდო?
თუ ოდესმე რამე გადახდის ქვითარი დაგჭირდათ, შეხვალთ კაბინეტში დააჭრთ ღილაკს, რომელსაც აწერია "ოპერაციები" და იქ ცხრილის სახით დაგხვდებათ თქვენი გადახდების ისტორია, შესაბამისი ქვითრებით, რომელსაც გვერდზე აქვს ღილაკი ამობეჭდვა. დააჭერთ ღილაკს და სასურველ ქვითარს PayBox-ის აპარატი ამოგიბეჭდავთ.
4. როგორ უნდა დავაგროვო ქულები და მივიღო კუთვნილი საჩუქრები?
კაბინეტიდან თითოეული გადახდისას გერიცხებათ 20 ქულა. დაგროვებული ქულების რაოდენობის ნახვა კაბინეტშივეა შესაძლებელი. თუ გნებავთ საჩუქრის გატანა, აჭერთ ღილაკს წარწერით "საჩუქრების ამორჩევა", რომელიც გადაგამისამართებთ საჩუქრების გვერდზე. იქ დაგხვდებათ საჩუქრების ჩამონათვალი, რომელებსაც თან ერთვის შესაბამისი ფოტო და ქულების ის რაოდენობა, რომელიც ამ საჩუქრის შესაკვეთად არის საჭირო. თუ ქულები გყოფნით, დააჭერთ სასურველი საჩუქრის ქვეშ არსებულ ღილაკს „შეკვეთას". შეკვეთის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გადმოიგზავნება NOVA-ს ოფისში. ჩვენ თავად დაგიკავშირდებით და გადმოგცემთ კუთვნილ საჩუქარს.
დამატებითი ინფრომაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 220 3000
მასალის გამოყენების პირობები