ქარელის რაიონში 24 წლის გოგომ თავი მოიკლა. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა ოჯახის წევრებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის თაობაზე აცნობა, თუმცა ოჯახიდან წასვლიდან რამდენიმე საათში მისი გარდაცვალების თაობაზე გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას წარსულშიც არაერთხელ ჰქონია სუიციდის მცდელობა, თუმცა წინა შემთხვევებში მისი გადარჩენა მოხერხდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.