საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე, მოქალაქეები მერაბ ტიტანიძე და ლაშა ბაგრატიონი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, 48 000 ლარის სანაცვლოდ, შპს ,,ძმები ბაგრატიონები"-ს სახელით, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაამზადეს, რომლითაც თითქოს ამ ორგანიზაციამ, ერთ-ერთ მეწარმეს, 120 000 ლარის ღირებულების ჯართი მიჰყიდა.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.