პარლამენტში დღევანდელ ბიუროს სხდომაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" ისმეჯელს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის მძიმდება პასუხისმგებლობა.
კერძოდ: ამგავრი ქმედებისათვის, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით იცვლება, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში ( წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია იზრდება და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოხდება.
აღნიშნულ კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
ცნობისთვის ბოლო 4 დღის განმავლობაში 112-ში, 8 ცრუ შეტყობინება შევიდა.