კახეთში ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. ისინი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 ლარს ითხოვდნენ. შემთხვევა გურჯაანის რაიონში მოხდა. 28 წლის შოთა გორგიშვილი მისთვის უცნობმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და მთელი დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.
ახალგაზრდამ თავის დაღწევა დღის ბოლოს მოახერხა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.