საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა აჭარაში უკვე მეორედ გახსნა სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებული ჰესისი მშენებლობა.
,, დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა მესამეჯერ უკვე ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი 3 წლის წინ დაწყებული ჰესის მშენებლობა. ეს არის ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელმაც გააჩერა თბილის შემოვლითი რკინიგზა, რომლითაც თბილისს მომავალი წაართვა, რომელიც ართმევს ქუთაისს მომავალს, რადგან უნდა თბილისში პარალმენტის წამოღება მხოლოდ იმის გამო, რომ თავის სასახლესთან უფრო ახლოს იქნება", _განაცახადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შუახევში ჰესის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მშენებლობას ინდური კომპანია Tata Power-ი და Clean Energy Group-ი -განახორციელებს.