დაღესტანში საზოგადო მოღვაწე აბდულა გაპაევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესაცხებ რუსული მედია ავრცელებს. გაპაევს, უცნობმა პირებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესა ის სახლში ბრუნდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადო მოღვაწეს ბოლო დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ. გაპაევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთის შს სამინისტროს დაღესტნის განყოფილებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 5,45 კალიბრის 25 გილზი და ამოქმედებულია გეგმა „ვულკან-4".
მასალის გამოყენების პირობები