,,ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებით სურს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლების უზურპაცია მის ხელში მოხდეს", _განაცხადა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
,, ეს კვირა პოლიტიკური კალენდრის თვალსაზრისით ძალიან დაძაბულია, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კვირაში შემოაგდო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკავშირდება მის განზრახვას ე.წ. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მიიღოს ისეთი სისტემა სადაც, პრაქტიკულად, ხელისუფლების უზურპაცია მოხდება მის ხელში. მას ექნება სრული კონტროლი პარლამენტზე, რომლის გადმოტანა თბილისში უნდა", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უნდა.
,,მან პირად მითხრა, რომ გადმოტანა უნდა იმ დროს როცა გადადგება, რადგან პარლამენტი უფრო ადვილად აკონტროლოს, რაც თავისთავად უცნაური სურვილია გადამდგარი პოლიტიკოსისგან. მას აქვს განზრახვა, რომ პარლამენტში კვორუმი 2/3-ზე დაიყვანოს რაც ნიშნავს მთელი სხვა რიგი ცვლილებებისთვის ხელების გახსნას, რაც საშუალებას მისცემს პოლიტიკური ცხოვრების კონცენტრაცია მოხდეს სწორედ მის ხელში", _განაცახადა სააკაშვილმა.