თურქეთში მორიგი ე.წ. ქურდული შეკრება გაიმართა, რომელზეც მიღებული გადაწყვეტილებებით, კრიმინალური სამყარო ორი ახალი „ეგზემლარით გამდიდრდა". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კერძოდ, შეკრებაზე ე.წ. ქურდული უფლებამოსილებებით „აღჭურვეს" ორი ადამიანი. ერთ ერთი მათგანი სოხუმის მცხოვრები თენგიზ ლაკერბაიაა. ის იყო ახლო მეგობარი სოხუმის ე.წ. კანონიერი ქურდის ასტიკ გულიასი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოკლეს. თებგოს რეკომენდაცია მერაბ ბახიამ მისცა, რომელიც სოხუმური კლანის მეთაურის მერაბ ჯანგველაძის ახლო მეგობარია. ე.წ. კანონიერ ქურდად „მონათლული" მეორე კრიმინალი კი პატიმარი ვინმე ვალერი ისტომინია. მას კრიმინალურ წრეებში ვალერა კოტოვსკის ზედმეტსახელად იცნობენ. მისი „კურთხევა" ვიდო-კონფერენციის რეჟიმში გაიმართა.