საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით პასუხობს. როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა აღნიშნული პროექტო ბევრ სხვა პროექტის მსგავსად ქვეყნისთვის არასასარგებლოა.
,, მე ვმონაწილეობდი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხილვაში, უამრავი კითხვებია. თუ სურვილი ვინმეს ექნება და ვინმე ამ პროექტზე სერიოზულად საუბრობს შეგიძლიათ ჟურნალისტებმა მიაღწიოთ მათთან და ტელევიზიითაც განიხილოთ ეს პროექტი და ნახავთ, რომ სხვა ბევრ უაზრო პროექტებთან ერთად, ეს პროექტიც არასასარგებლოა ქვეყნისთვის", _განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის დაკონსერვების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.