გერმანიის მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი გახდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ.
„უკრაინა ძალიან დიდი ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ეს არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ომშია“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება ძალაშია, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა.
”მაგრამ ეს ორივე მოვლენა რომ მოხდეს, ომი ჯერ უნდა დასრულდეს”, - თქვა მერცმა.