თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის ქალი მოკლეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთიდან აცნობეს, მოკლული ეთერ მუღალაშვილი სხეულზე დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობს შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის თანაქალაქელი მუღალაშვილს მის საკუთრებაში არსებულ სწრაფი კვების ობიექტში დაესხა თავს და მისთვის თანხისა და პროდუქციის გამოძალვას ცდილობდა.
შემთხვევის დროს, სწრაფი კვების ობიექტში გარდაცვლილის მეუღლე ალექსი მუღალაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც სასტიკადაა ნაცემი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია და იგი უკვე დაკავებულია.
რაც შეეხება გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს ალექსი მუღალაშვილს, იგი ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.