პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეფად განადგურებულია ავღანეთში ნატოს ჯარებისათვის განკუთვნილი საწვავით სავსე 9 ცისტერნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა.
აფეთქების მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობი რჩება. თუმცა არსებობს ვარაუდი იმისა, რომ აფეთქება ბოევიკების მოწყობილია.
ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ბოევიები ნატოს ავტოკოლონას დაესხნენ თავს და საწვავით სავსე რვა ცისტერნა გაანადგურეს და ერთ ერთი მძღოლი მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ საწვავის სახმელეთო მიწოდება ავღანეთის ჯარებისათვის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ დაახლოებით ორი თვეა რაც აღდგა. თავის დროზე კი საწვავის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ბოევიკების თავდასხმა იყო.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს სამხედრო მისია მომდევნო წელს უნდა დასრულდეს.