"ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუახევჰესის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ივანიშვილმა რამდენიმე დრის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის დროს განხილული საკითხიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ორი ჰესის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ილია მეორეს მან ამ ჰიდროელექტროსადგურების უსაფრთხოების და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, საკთხს უწმინდესიც გაგებით მოეკიდა.
"ადგილობრივ მოსახლეობას ასეთი გაგებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან იოლად, უხმაუროდ შუახევში ასეთი მასშტაბური მშნებლობის დაწყებას ახერხებთ და რა თქმა უნდა, უნდა მოხერხდეს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფრო დიდი სარგებელი მიიღოს ამ ჰესის მშენებლობიდან. მე ვიცი და თქვენც კარგად იცით, რომ ბევრი პოლიტიკოსი ამ ჰესების მშენებლობით სპეკულირებდა და ხშირად ძალიან მოკლე ვადით ახერხებდნენ მოსახლეობის დარწმუნებას და ამით მოლბობას თუ გნებავთ. სტრატეგიულად, ჩვენ ძალიან გვჭირდება ელექტრო ჰესების მშენებლობა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი საექსპორტო საშუალებები, რომ ელექტროენერგია გარედან ვიყიდოთ. ენერგოდამოუკიდებლობა კი, ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იქნება. პარასკევს მოწვეული მყავდა მისი უწმინდესობა პატრიარქი და პარტიქრქიც კი შეაწუხეს და ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესები ორ ადგილზე არ აგვეშენებინა. ერთ ადგილზე - ღვთის ხეობაში, სადაც თურმე ხეობას წყალი დააკლდება და მეორე ისევ ხუდონჰესზე იყო თხოვნა, რომ იქ წყალი მოემატება. პატრიარქს კარგად ავუხსენი და მისმა უწმინდესობამ ძალიან კარგად გაიგო, რომ პირიქით, მხარი დაეჭირა ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძვლისთვის. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქარტველოში გამოიმუშავებოდეს მეტი ენერგია. ეს იმის საფუძველს შექმნის, რომ მრავალი ტიპის სხვადასხვა საწარმო დაფუძნდეს. ეკონომიკაც და სამუშაო ადგილებიც ენერგიას საჭიროებს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. მინდა მივმართო სვანებს, გაგებით მოეკიდონ ხუდონჰესის მშნებლობის საკითხს, რადგან ეს სჭირდება სვანეთს და სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა ბუნება დაიფარება, რა თქმა უნდა სადღაც დაიფარება წყლით. ხუდონჰესი არის ასაშენებელი ისევე როგორც სხვა ბევრი ჰესი და ეს ბუნებას არ დააზიანებს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შუახევჰესის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და უცხოური დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.