გვიან ღამით ვაშლიჯვარში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა.
დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული.
გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია იმ პირის ვინაობაც ვინც 30 წლამდე მამაკაცი დაჭრა.
მასალის გამოყენების პირობები