პატიმარ ზვიად თაგუაშვილის მეუღლე ირმა ბურჯანაძე ეგრეთ წოდებულ მაყურებლებს თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს.
ირმა ბურჯანაძის განცხადებით, მის მეუღლეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლები ფიზიკურად უსწორდებიან და თანხებს მისი დახმარებით სძალავენ.
მისივე განმარტებით, აგვისტოს თვეში სხვადასხვა ანგარიშზე 1500 ლარი მაყურებლებისთვის ვინმე გირჩოს, ლერიას და ბომბორასთვის ჩარიცხა. მათ შორის 500-ლარი ვინმე ირაკლი გულბანის ანგარიშზე.
,, ე.წ. მაყურებლებმა ჩემს მეუღლეს დანით ფეხი დაუსერეს, მხარზე დააწვეს სიგარეტი და 1000-ლარი გამოსძალეს. 21 აგვისტოს დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა ჩამერიცხა 1000-ლარი ,,ტაო პრივატ ბანკიდან" ვინმე ირაკლი გულბანთან და ამის დამადასტურებელი ქვითრებიც მაქვს, შემდეგ დამირეკა 25 აგვისტოს და მითხრა, რომ 500-ლარი უნდა ჩამერიცხა ზვიად თაგუაშვილის ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენეს ე.წ. მაყურებლებმა", _განაცხადა ჟურნალისტებთან პატიმარ ზვიად თაგუაშვილის მეუღლემ ირმა ბურჯანაძემ.