,,უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ 13 სექტემბრის გაზეთ ,,ალიას" ნომერში ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მისცა.
გაზეთში შეგნებულად თუ ჟურნალისტის შეცდომით გავიდა შემდეგი ინფორმაცია: ,,მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილზე, უტაზეც, უნდა იყოს გადაღებული მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც საფრანგეთში გადაიღეს. ამბობენ, რომ პრემიერს ამით აშანტაჟებენ. ბიძინას პოლიტიკიდან სწრაფად წასვლის გადაწყვეტილებაც ამით უნდა იყოს ნაკარნახევი."
,,უფლებადამცელთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოხატავს თავის პატივის ცემას გაზეთ ,,ალიას" მიმართ, მაგრამ კატეგორიულად გმობს იმ ბინძურ ცილის ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც გავიდა გაზეთში ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახის მიმართ და მოითხოვს შემდგომ გაზეთის ნომერში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა ნიკოლოზ მჟავანაძის მიმართ. თუკი აღნიშნული ნაბიჯი არ გადაიდგმება მაშინ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ალიას" წინააღმდეგ სარჩელი შევა პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტთან დაკავშირებით.