,,პრეზიდენტს უკვე ჩვევად გადაექცა ტყუილების ლაპარაკი", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვერტმფრენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.
,,პრეზიდენტს უკვე ჩვევად გადაექცა ტყუილების ლაპარაკი და განსაკუთრებით ახლა. საქართველოს მთავარობას მიღებული აქვს ორი ვერტმფრენი, რომელშიც ძალიან ძვირია გადახდილი. აქედან ერთ-ერთი არის ვიპ კლასის და მისი გამოყენება სამაშველო საქმიანობისთვის შეუძლებელია. რაც მნიშვნელოვანია ამ ვერტმფრენებს არავინ არ იყენებს ის დგას ანგარში. ასევე ის შეურაცხყოფას აყენებს იმ სისტემას, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვა ევალება. მათ შორის საბაჟო სამსახურს. მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს თავი შეიკავოს მებაჟეებისა და საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების შეურაცყოფისგან და თუ რაიმე კონკრეტული დანაშაულის დამადასტურებელი საბუთები აქვს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ,,როდესაც ამბობენ, რომ ვერტმფრენები სააკაშვილს საკატაოდ უნდოდაო, ცრუობს მთავრობა,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივის კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფრანგული წარმოების ორი ვერტმფრენის გაყიდვა იგეგმება.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ საფრენ აპარატებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მისი გაყიდვა ან რუსული წარმოების საფრენი ტექნიკით ჩანაცვლება არ შეიძლება.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მთავრობის წევრების მიერ მის სარგებლობაში არსებული თვითმფრინავის ჩამორთმევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავის დროზე რის გამოც ივანიშვილი მას აკრიტიკებდა, ამჟამად ყველა ოფიციალურ ვიზიტზე თავად ივანიშვილი სარგებლობს ამ პრივილეგიებით და ყველა ოფიციალურ ვიზიტზე პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავით მიემგზავრება.