ინდოეთის სასამართლომ ოთხ მამაკაცს, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ქვეყნის დედაქალაქში დელიში 23 წლის გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში იქნენ ბრალდებულნი ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
23 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც მათ ჯერ სასტიკად სცემეს, ხოლო შემდეგ კი ავტობუსში ჯგუფურად გააუპატიურეს ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ფაქტმა მთელი ინდოეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულებებისათვის სასჯელი სიკვდილით დასჯამდე გაამკაცრეს.
სიკვდილმისჯილებს აქვთ უფლება უზენაეს სასამართლოში სასიკვდილო ვერდიქტი გააპროტესტონ და ინდოეთის პრეზიდენტს შეწყალება სთხოვონ.
ოთხივე სიკვდილმისჯილი თავს დამნაშავედ აღირებს.
მასალის გამოყენების პირობები