სირიის არმიის ელიტურმა დანაყოფმა, რომელიც ქიმიური იარაღის შენახვის სამთავრობო პროგრამას კურირებს, რუსეთის გეგმის რეალიზაციის წინ, ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათობით ბაზაზე ეს იარაღი გადაანაწილა.
„პოტენციურად ამ მოქმედებამ თუ ის დადასტურდა, შესაძლებელია ქიმიური იარაღის გადამალვის გეგმას შეუწყოს ხელი და ასევე ხელი შეუშალოს აშშ-ს იმ შემთხვევაში თუ ამერიკული ადმინისტრაცია მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას სირიის დაბომბვის შესახებ", _ წერს გაზეთი „The Wall Street Journal" - ი.
გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსან წაყროებზე დაყრდნობით წერს, რომ ელიტური საიდუმლო დანაყოფის მისიას კოდური სახელწოდება „Unit 450"- აქვს. აშშ-ს სადაზვერვო მონაცემებით, ადრე სირიაში ქიმიური იარაღი სულ რამდენიმე ობიექტზე ინახებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტის რიტორიკა სულ უფრო და უფრო მკაცრი გახდა, დაიწყო არსენალების აქტიური დისლოცირება.
ვაშინგტონის მონაცემებით დამასკოს 1000 ტონა მომწამვლელი, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერება აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ქიმიური იარაღის რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.