13 სექტემბერს ძველ კინოთეატრში "აპოლო" საერთაშორისო ჰოლდინგი «NG GALAXY» და კომპანია "NG Georgia" წარმოადგენს სპექტაკლს «GEORGIA ON MY MIND», რომლის ფარგლებშიც გაიმართება 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის pret-à- porter და Haute Couture ტანსაცმლის კოლექციის ფეშენ ჩვენება.
მოწვეული სტუმრები გახდებიან მოწმე და მონაწილე იმ ნათელი, დახვეწილი და დაუვიწყარიმოვლენისა, რომელიც გახდება არა მარტო თბილისის მოდური ცხოვრების ახალი ეტაპის, არამედ უძველესი კინოთეატრ "აპოლო"-ს აღორძინების და რეკონსტრუქციის დასაწყისი, რაც შესაძლებელი გახდა კომპანიების "თეატრები აპოლო"-ს და «NG Georgia»-ს ერთობლივი შემოქმედებით და პარტნიორობით.
ღონისძიება თავს მოუყრის საქართველოს ელიტას, პოლიტიკოსებს და არისტოკრატიას, ასევე მსოფლიოს პატივცემულ და ცნობილ ადამიანებს. სტუმრები პირადად მიულოცავენ ჰოლდინგ «NG GALAXY»-ის პრეზიდენტს ნანა ერნანდეს გეტაშვილს ამ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც აუცილებლად შევა ისტორიაში.
მოწვეულნი არიან:
· ფრანგი დიზაინერი და მოდის სახლის მფლობელი - ჟან კლოდ ჟიტრუა;
· ვერსაჩეს სახლის ბიზნესის განვითარების გენერალური დირექტორი;
· რობერტო კავალის ოფიციალური წარმომადგენელი - ანჯელა ბეგინნი