არქეოლოგებმა ქვემო ქართლში, სოფელ არახლოშინეოლითური ხანის ნამოსახლარს მიაკვლიეს. ამ დროისთვის გერმანელი და ქართველი ექსპერტები ძველი წელთაღრიცხვის მე-6 ათასწლეულის ნამოსახლარს იკვლევენ.
არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ნამოსახლარი გლეხებით დასახლებული ტერიტორია უნდა ყოფილიყო, რომელიც ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა.
მკვლევარებმა უკვე აღმოაჩინეს კერამიკის უძველესი ნიმუშები, ჭურჭელი და ქვის სამუშაო იარაღების.
,, ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ ამ სოფლის იმდროინდელი გარემო. აქ როგორც ჩანს დიდი ხანძარი იყო და ტერიტორიაც სწორედ ამან გაანადგურა", _განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის არქეოლოგმა გურამ მირცხულავამ.