13 სექტემბერს, 14:00სთ-ზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო კონცერტებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ახალგაზრდა მუსიკოსები სოფო გორდელაძე და თეონა ჯიბლაძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნება ქართველ კომპოზიტორის, სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის იუბილე.
2013 წელს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან 100 წელი სრულდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილია კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე, სოფო გორდელაძე და თეონა ჯიბლაძე. ასევე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და თბილისის ,,სინფონიეტა''. კონცერტებს უდირიჟორებს ვახტანგ მაჭავარიანი.