საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით გადაადგილდება, სიმართლეს არ შეესაბამება".
"ეს თვითმფრინავია კერძო კომპანიის, მე არც ვიცი ვისია, მარგამ როგორც ვიცი კერძო კომპანიისაა. ჩემი ინფორმაციით, მეპატრონე ვინმე გაიაშვილია. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ სახელმწიფოს თვითმფრინავით ვისარგებლე, იმიტომ, რომ რამდენიმეჯერ შემოგვთავაზეს და უხერხული იყო, რომ ქართული კომპანია გვთავაზობდა. მე სახელმფიფოს ფულით არ დავფრინავ, კერძო ფულით დავფრინავ და მე პირადად ვიხდი ყველა თვითმფრინავის ხარჯებს, რომელიც აქამდე გვიქირავებია და მე ვსარგებლობდი და საზღვარგარეთ ვმოგზაურობდი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "თავის დროზე რის გამოც ივანიშვილი მას აკრიტიკებდა, ამჟამად ყველა ოფიციალურ ვიზიტზე თავად ივანიშვილი სარგებლობს ამ პრივილეგიებით და ყველა ოფიციალურ ვიზიტზე პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავით მიემგზავრება".
"გახსოვთ, ივანიშვილს და სხვებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი იმ თვითმფრინავებზე, რომლითაც მე დავფრინავდი?! თვითონ რომ ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალურ ვიზიტებზე, ეს როგორ აიხსნება?! თვითონ აღარ უხსნის დიკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა, თუ როგორ არის ეს?! და ამ თვითმფრინავების ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება?! ამიტომ, ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებონ თავი იმას, რაც არის და გააკეთონ რამე ახალი. ყველაფერს, რაც შექმნილია, დაანებონ თავი,"- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.