"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ, საზოგადოების დაპირისპირებას და ზიზღის პროვოცირებას ემსახურება".
"ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ქვეყანა მიჰყავს დაყოფისკენ, დახლეჩვისკენ. საზოგადოება მიჰყავს დაპირისპირებისკენ და ერთმანეთის ზიზღისკენ. ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და გვახსოვს ამის ყველაზე ცუდი ფორმა 1990-იან წლებში,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.