საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ისეთივე შეზღუდვები უნდა შეეხოს, როგორც კომუნისტრუ პარტიას".
აღნიშნულის მიღწევას დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ.
"მე მიმაჩნია, რომ ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების წარმომადგენლებს ასევე უნდა შეეხოს ეს აკრძალვა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგოც ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის დამამკვიდრებელს, ისეთივე შეზღუდვები უნდა შეეხოს, როგორც კომუნისტურ პარტიას,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.