თბილისის მერი გიგი უგულავა საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებაზე ესაუბრა, რომლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ფონდიდან ათი მილიონი ლარი ჩამოიჭრა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის რაიონის გამგეობები ვეღარ შეძლებენ მოსახლეობის დაკმაყოფილებას და იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც წლების განმავლობაში თანადაფინანსებით ახორციელებდნენ. აღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, როგორც მოსახლეობას, ისე ქალაქში არსებულ სახლებს. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საკრებულოს უმრავლესობას, გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა მოსახლეობა და ქალაქი არ დაზარალდეს.
გიგი უგულავამ დღეს ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებს, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს ან სახელმწიფოსგან სხვა სახის სოციალურ დახმარებას იღებდნენ შეუწყდათ დაფინანსება.
სააგენტო ყოველივე ამას იმ მოტივით ხსნის, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეებს გაწეული სამუშაოსთვის თბილისის მერიის მიერ, წახალისების სახით ერიცხებოდათ სიმბოლური თანხა, რაც მათ საჯარო სამსახურში აღებულ ხელფასად.
თბილისის მერმა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართა გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები