აშშ-ის ელჩი საქართველოში ყველა პარტიის მხარდამჭერს მოუწოდებს ხელი შეუწყოს ძალადობისაგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას- აცხადებს რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში დავით ბაქრაძის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს შესაძლო პროვოკაციის კომენტირებისას.
ნორლანდი სთხოვს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა სიმშვიდის დასაცავად.
„სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას,"_ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.