გაეროს ახალ ანგარიშში, რომელიც სირიაში არსებულ სიტუაციას ასახავს ნათქვამია, რომ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე - სამთავრობო არმიაც და ოპოზიციაც - სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის.
გაეროს მონაცემები - წამება და გაუპატიურება სირიაში ამჟამად ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია.
ანგარიშის მიხედვით, სამთავრობო ძალები ხშირად იყენებენ კასეტურ ბომბებს, რაც საერთაშორისო კონვენციებითაა აკრძალული.
ამავე დროს, ანგარიშის მიხედვით ოპოზიციას „მოწინავე ადგილი" უჭირავს დახვრეტების საკითხში. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მათ აქვთ გრზელი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც პასუხისგებაი უნდა იქნენ მიცემულნი სამხედრო დანაშაულებების ჩადენის გამო.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ინსპეტორებს სირიაში შესვლის ნება არ მისცეს. იქ ისინი აგროვებდდნენ ინფორმაციას ანგარიშისათვის და ჰკითხავდდნენ თვითმხილველებს.