კარგი იქნება თუ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს ქალი დაიკავებს, - ამის შესახებ განცხადება ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"გენდერული ბალანსიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალი გახდება. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილ სამივე პიროვნებას ძალიან კარგად ვიცნობ. სამივე მათგანი გავიცანი, როცა დავიწყე ადმინისტრაციაში მუშაობა და მათზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. სამივე არის ღირსეული პროფესიონალი და ნებისმიერი მათგანი შეძლებს კარგად შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარის ფუნქციები", - აცხადებს ხარატიშვილი.