პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, ის, რომ ნინო ბურჯანაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, იმაზე მიუთითებს, რომ მას არ სურს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხებული კანდიდატის სახელით წარდგეს.
"ის, რომ ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის არჩევნებში არმონაწილეობს, ნიშნავს, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის სახელით წარდგომა არ სურს და რომ ის 2013 წლისთვის ემზადება~, - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ საქართველოში მთავარი პრიზი 30 მაისს არ თამაშდება.
"ეს თბილისშიც და მოსკოვშიც კარგად იციან, ამიტომ ფსონები 2013 წელზე დაიდება", - განმარტა ცინცაძემ.