მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი და მათ შორის ესტონეთი არ ვართ ბრიყვები, - განაცხადა გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა.
მისი თქმით, საქართველოს მეგობრები ძალიან ყურადღებით და გამოცდილი მზერით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
"აქ მთავარია, დავინახოთ, საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში დაადასტურა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხალხი თავისუფლად წყვეტს, ვინ და რა წარმომადგენლობით ხვდება პარლამენტში და შესაბამისად, ახდენს უმრავლესობის ფორმირებას. ამავე დროს, კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ `დიალოგია~ ის სიტყვა, რომელიც განმსაზღვრელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობისა ევროპულ პოლიტიკაში, რადგანაც დემოკრატიულ სახელმწიფოში დღევანდელი სახელისუფლებო პარტია ხვალ შესაძლოა, ოპოზიციაში აღმოჩნდეს და პირიქით", - აცხადებს გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტი.