ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური ტექნოლოგიის პროექტი შეიმუშავა, რაც ქართული ოპოზიციის თავის მხარეზე გადაბირებას გულისხმობს.
"მოსკოვმა დაინახა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში ქართული ოპოზიცია ერთ მუშტად გაერთიანდა და ხელისუფლების კრიტიკაზე მორიტორიუმიც კი გამოაცხადა. ამის გათვალისწინებით, კრემლმა სწორი დასკვნა გააკეთა - აუცილებელი იყო ოპოზიციის გადაბირება, ანუ ქართული საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა~, - განუცხადა ცინცაძემ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე კომენტირებისას.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ქართული ოპოზიციის გადაბირების პროცესში საკმაოდ ფრთხილად, ისე მოქმედებს, რომ უმცირესობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არც გარანტიას აძლევს და ამაზე არც უარს იძახის.
~საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სრული გაუგებრობაა, რასაც რუსეთისთვის სტატეგიული მნიშვნელობა აქვს... კრემლში მიხვდნენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს დასავლეთი არ აღირებს, თუ საქართველოში პოზიციის შეცვალა არ მოხდება და სწორედ ამისთვის იბრძვიან. აღნიშნულ საკითხზე იყო საუბარი მოსკოვში, ზურაბ ნოღაიდელთანაც და დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნება საუბარი ნინო ბურჯანაძესთანაც. ისინი საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხს აუცილებლად განიხილავენ~, - აღნიშნა ექსპერტმა.
ცინცაძის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვოიაჟები ძალიან სარისკოა, რადგან ისინი ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან, როცა სურთ "დღევენდელ მდგომარეობაში გარღვევა მოახდინონ".