Apple-მ მრავალფეროვანი iPhone 5С და 64 ბიტიანი iPhone 5S წარმოადგინა. პრესა წინასწარ გააფრთხილეს, რომ მათ აჩვენებდნენ „რაღაცას:, რაც „ დღეს ყველაზე ნათელს გახდის". ეს „რაღაც" კი პლასტიკური iPhone 5C და მეტალისგან დამზადებული iPhone 5S-ი აღმოჩნდა.
ცნობილია, რომ iPhone 5C iPhone 5-თან შედარებით 100 დოლარით იაფი ეღირება და მისი ღირებულება აშშ-ში - 549 დოლარი იქნება.
რაც შეეხება iPhone 5S-ს მისი ღირებულება აშშ-ს ბაზარზე 649 დოლარი იქნება - 16 გიგატბაიტიანი მოწყობილობის, ხოლო 32 გიგაბაიტიანი iPhone 5S-ს ფასი 749 დოლარი, ხოლო 64 გიგაბაიტიანის 849 დოლარი იქნება.
პრეზენტაციაზე Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა ტრადიცისამებრს თხრობა შორიდან დაიწყო და ლონდონში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ iTunes Festival-ზე ისაუბრა. ტიმ კუკმა სამომავლო საწრმატებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლომდე კომპანია 700 მლნ-მდე iOS-ს პლატფორმის ტელეფონების რეალიზაციას მოახდებს.
iOS7-ის მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის 18 სექტემბრიდან. იმავდროულად ახალი iOS-ს მფლობელებს უფასოდ მიეწოდებათ iWork-ის საოფისე პაკეტი. აღსანიშნავია, რომ ადრე ამ პაკეტის ღირებულება 10 დოლარი იყო.
„ამ წელს ჩვენ iPhone 5-ზე ფასებს არ დავწევთ, ჩვენ მას უბრალოდ ორი ახალი დიზაინით ჩავანაცვლებთ"- განაცხადა პრეზენტაციაზე ტიმ კუკმა. მისივე განმარტებით, შედარებით ხელმისაწვდომი და დაბალფასიანი iPhone 5C თეთრი, ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და ყვითელი შეფერილობის იქნება.
ხოლო რაც შეეხება iPhone 5S-ს ის ახალი A7-ის პროცესორით იქნება აღჭურვილი, რომელიც თავად Apple-მა შექმნა. iPhone 5S იქნება პირველი სმარტფონი, რომელსაც 64 ბიტიანი ინსტრუქციები ექნება. iPhone 5S-ი სამი შეფერილობის, ტრადიციული თეთრი, შავი და ოქროსფერი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები