პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით განახლებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გახსნა ხელს შეწყობს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას.
,, ახალი ტერმინალების შექმნა ხელს შეუწყობს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის გაფართოებას. ეს არის იმ დიალოგის შედეგი რომლებიც ჩვენ რუსეთთან გასული წლის ბოლოს დავიწყეთ.", _განაცხადა აბაშიძემ, რომელიც საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გახსნას დაესწრო.
მისივე განმარტებით რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგოლი კარასინთან მორიგი შეხვედრა 20 სექტემბრამდე პრაღაში გაიმართება.