"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური შეხვედრები გამართა.
ნათელაშვილის თქმით, ერთ-ერთი მოლაპარაკება სენატორ ჯეიმს რიჩთან გაიმართა, რომელსაც საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.
ამასთან, შალვა ნათელაშვილის გნამარტებით, მან ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მიმდინარე პროცესების აქტიურად ონიტორინგის თხოვნით მიმართა, რადგან მისი ინფორმაციით, 27 ოტქომბრს არჩევნების გაყალბება იგეგმება.
"პრემიერი ივანიშვილი აპირებს წინამორბედთა გამოცდილების გათვალისწინებით, ტოტალურად გააყალბოს საპრეზიდენტო არჩევნები, რათა სახელმწიფოს მეთაურად როგორმე გაიყვანოს თავისი კანდიდატი, რომელსაც პულსიც კი არ ესინჯება. შესაბამისად, სენატს ვთხოვე სპეციალური გამაფრთხილებელი რეზოლუციის შემუშავება დაიწყოს,"- განაცხადა ნათელაშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის ოფიციალური ვიზიტი 12 სექტემბერს დასრულდება.