საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, 6 სექტემბერს, პარლამენტის მიერ, პრეზიდენტის ვეტოების დაძლევა კანონდარღვევით მოხდა. რის გამოც საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნულ კანონპროექტებზე კენჭისყრის თავიდან ჩატარებას ითხოვს.საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა აღნიშნულ კანონდარღვევასთან დაკავშირებით უკვე მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საპროცედურო საკითხთა კომიტეთის თავმჯდომარეს ირინა იმერლიშვილს.
„6 სექტემბრს გამართულ პარლამენტის სხდომებეზე განიხილებოდა რამდენიმე კანონპროექტი. უმრავლესობის დეპუტატები არ იყვნენ საკმარისი, იმისათვის რომ ვეტოები დაეძლიად. რის გამოც სავარაუდოდ მარიკა ვერულაშვილის პულტი სხვა დეპუტატმა გამოიყენა",- ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები