„არიან კომპანიები, რომლებთაც ბიუჯეტში ზედმეტობების სახით გადახდილი აქვთ 20-25 მლნ ლარი", აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, ჩვენ ასეთი კომპანიები უკვე იდენტიფიცირებულნი გვაქვს, თუმც არიან კომპანიები, რომლებრაც გაცილებით ნაკლები ზედმეტობა გააჩნიათ.
„საგადასახადო კოდექსის" შესაბამისად მე თავს შევიკავებ ასეთი კომპანიების ჩამოთვლისაგან, თუმცა ყველა კომპანიის იდენტიფიცირება მომხდარია და ჩვენ ვფლობთ დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას. თუმც აქაც ორი თემაა: ერთია გადასახადების დაბრუნება და მერე ჩათვლია. ზოგიერთი კომპანია ჩათვლას მიმართავს და წელს ჩვენ უკვე 200 მლნ ლარით გვაქვს შემცირებული ზედმეტობები, სწორედ ასეთი ჩათვლების ხარჯზე"-მ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
როგორც ცნობილია, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის, მთავრობა ბიზნესისთვის საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების პროცესს ააქტიურებს. გადამხდელთათვის უკან დაბრუნებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ოდენობამ 2013 წლის 8 თვეში შეადგინა დაახლოებით 37 მლნ ლარი. დაბრუნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია აგვისტოში - 11 მლნ 860 ათასი ლარი.
მასალის გამოყენების პირობები