უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში "საქართველოს გზის" საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციის საკითხი პოლიტიკურად აჟიტირებულია.
ამის შესახებ განცხადება ძიძიგურმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციაზე პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს მისი ფუნქცია. ეს არის სასამართლოს და ცესკოს საკითხი, ამიტომაც აუცილებელია არ მოხდეს პოლიტიკური ჩარევა. როგორც ცნობილია დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიას ამასთან დაკავშირებით სპეციალური კითხვები გადაუგზავნა", - აცხადებს ძიძიგური.