პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, განაცხადებით, პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია, რადგან ივანიშვილის ჯერ არსად წასულა და ის პოლიტიკაშია.
,,დღეს ამ თემაზე დროის ხარჯვა ვინ იქნება მის შემდეგ არასწორია. მოდით ვიფიქროთ იმაზე ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი", _განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიცია ,,ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ,,ქართული ოცნება" პრემიერის გადაწყვეტილებას მომზადებული შეხვდა.
,, პრემიერ-მინისტრის პოსტი არის მნიშვნელოვანი და თითოეულ პოსტზე თითოეული ფიგურა მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილის თავის ყველა დანაპირებს ასრულებს, მათ შორის იმ დანაპირებს, რომ 203 წელში ის პოლიტიკურ ცხოვრებას და სხვა ფორმით გააგრძელებდა ქვეყნის სამსახურს", _განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრემიერი წარმოდგენილი იქნება მოქმედი უმრავლესობის მხრიდან.
"ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, წარმოადგენს პრემიერის კანდიდატურას და მერე შეიქმნება მთავრობა. მთავრობის შექმნა თავიდან არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, თუმცა შესაძლოა იყოს საკადრო ცვლილებები, მაგრამ ზოგადად პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, პარლამენტი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, ამიტომ რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ველით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ 12 გვერდიანი განცხადება გაავრცელა, სადაც მისი პოლიტიკიდან წასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ ის პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აქტიურ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდება. ივანიშვილი მის შემცვლელზეც საუბრობს, მის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ყველა საქმის კეთებას შეძლებს.