საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ყოფილი მმართველების ყოფილი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად მოვიდა.
კობახიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა მისი ერთ-ერთი ძირითად ი წინასაარჩევნო დაპირება - ხელისუფლების შეცვლა ნაწილობრივ 20012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით შეასრულა, საბოლოოდ კი, დანაპირებს 2013 წლის 27 ოქტომბერს შეასრულებს, როდესაც საქზოგადოება საქართველოს პრეზიდენტად ევროპული ტიპის პოლიტიკოსს გიორგი მარგველაშვილს აირჩევს".
"ბიძინა ივანიშვილი არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის, მე ვფიქრობ ძალიან დეტალურად აქვს მას მიზეზები აღწერილი . ის პოლიტიკაში კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მოვიდა, კონკრეტული საფუძველი ჰქონდა როდესაც მიხეილ სააკაშილის რეჟიმი აბსოლუტურად ანგრევდა ქვეყანას და აუცილებელი იყო მისი ჩართვა პოლიტიკაში. ახლა, როდესაც ქვეყანამ 2012 წელს მშვიდობიანი არჩევნები ჩაატარა, როდესაც ჩავატარებთ ასევე დემოკრატიულ და სამარტლიან არჩევნებს და ავირჩევთ ევროპული ტიპის კანდიდატს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, როდესაც ჩამოყალიბდება მთავრობა, რომელიც ადამიანების ნდობით ისარგებლებს, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახული მიზნები შესრულებული იქნება. მან მაშინვე თქვა, რომ სადღაც 2-3 წელი აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას, ის არ აპირებდა პოლიტიკაში მუდმივად ყოფნას. მან ძლიან მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულა და ყველა ის დანაპირები, რომელიც სწორედ არჩევნების გზით, პოლიტიკური გზით, მშვიდობიანად ამ რეჟიმისგან გათავისუფლებას და ხელისუფლების შეცვლას ეხებოდა, მან შეასრულა ოქტომბრის არჩევნებშიც და ახლა კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებშიც შეასრულებს. ასე რომ, ის საშიშროება, ის საფრთხეები, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ჰქონდა ამ ქვეყანას, ნამდვილად აღარ აქვს. ახლა სხვა რეალობაა. დემოკრატიული გზით, პლურალისტური გზით დამთავრდა მესიების დრო. არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ქვეყანა, არ შეიძლება ერთი ადამიანის იმედად ცხოვრობდეს საზოგადოება. ამიტომ, არაფერი სასიში აქ არ არის და რა თქმა უნდა, "ნაციონალებს" ვურჩევ დეტალურად წაიკითხონ ეს წერილი,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც იგი პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ გაგრძელების სავარაუდო სურათზე საუბრობს.