საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით სუფაშვილის განცხადებით, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნება" იქმნებოდა, მასში შემავალ ძალებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ამ ტიპის თანამშრომლობის პირობებში მათ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც უნდა ჩაეტარებინათ.
უსუფაშვილის თქმით, "მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიცია "ქართული ოცნება" არ დაიშლება.
"ჩვენი კოალიცია "ქართული ოცნება" შევქმენით მინიმუმ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. როცა ეს ვთქვით და ეს გავაკეთეთ, გვქონდა გაცნობიერებული, რომ საპარლამენტო არჩევნებიც ჩასატარებელი იქნება და საპრეზიდენტო არჩევნებიც, შემდეგ გვაქვს ჩასატარებელი ადგილობრივი არჩევნები. შესაბამისად, თბილისის საკრებულოც და ყველა სხვა საკრებულო დაკომპლექტდება ხალხით. გაცნობიერებული გვქონდა, გვაქვს და ამ გაცნობიერებული გადმოსახედიდან ვთვლით, რომ ჩვენ შევიქმენით მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს გეგმა რჩება უცვლელი,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.