2 სექტემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
სამგორის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, ჯაბაურის, დიღომბარის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ქეთევან წამებულის გამზირის, დოლაბაურის, მეტეხის, ნავთლუღის, სამრეკლოს, დოდაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, საბურთალოს და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ზაქარიაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და შმიდტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა" მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის, აფხაზის, აბოვიანის და ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ლამის და დიღომბარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გუდამაყრის, გლინკას, ჩარგლის და ხორნაბუჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერის აღმართის და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.