ქვეყანაში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა'' ფარგლებში ფერმერებს სკები გადასცა.
„პროგრამის მიზანია რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა და მეფუტკრეობის საკვები ბაზის ათვისება, რომლის შედეგადაც გაიზრდება ფუტკრის პროდუქტების წარმოება, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლის ნატურალური პროდუქტები, გაუმჯობესდება მეფუტკრეობით დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლები. აღნიშნული პროგრამით რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტისა და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერები სკებს თანადაფინანსების პრინციპით ერთ სკას 82,40 თეთრს გადაიხდიან. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 960 პენოპოლისტირული სკა . ჩვენ მომავალსი თაფლის ლაბორატოერიის გაკეთებასაც ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ნაწარმის მეზობელი ქვეყნის ბაზარზე გატანას."-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
როგორც აჭარის ნმთავრობაში განმარტავე, პროგრამას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,აგროინვესტი''. დადანბლანტის ტიპის პენოპოლისტირული სკა საკმაოდ პოპულარულია და აქტიურად ინერგება სხვადასხვა ქვეყანაში. ფუტკრის ჩვეულებრივი ხის სკებისგან განსხვავებით, მას აქვს ბევრი უპირატესობა. კერძოდ, დამზადებულია მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან, უძლებს გარემო პირობების მკვეთრ ცვლილებებს, იცავს მწერებს ხმაურისაგან, სკები დაცულია დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ბუდობისაგან და სხვა. აღნიშნული სკების წარმოება ხორციელდება ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.