,,ადიგენში მოწყობილი პროვოკაცია სააკაშვილის კოორდინაციით იყო", _ განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ,,ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სოფელ ჭელაში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, შემოსავლების სამსახური მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.
"თურქეთის სპეცსამსახურები არიან გააქტიურებული და გათავხედებული. თურქული 30 ვერცხლი კარგად მუშაობას საქართველოში. ეს არის პროვოკაცია თურქეთის აგენტების მიერ. ამ აგენტებმა კანონდარღვევით შემოიტანეს ეს კონსტრუქცია. შემოსავლების სამსახური მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. თუმცა ცუდად მუშაობს კონტრდაზვერვა. უნდა გამკაცრდეს კანონი აგენტებზე, რომელიც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან მუშაობენ", _განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს განახორციელა და ფაქტი აღნიშნული კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა.